პროფესიული განათლების განვითარების 2020 წლის სამოქმედო გეგმა დონორმა ორგანიზაციებმა განიხილეს

განათლება 03 May 2020 00:23

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას  კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, აზიის განვითარების ბანკი,  მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის განვითარების ფონდი, Dvv international,  გერმანიის საელჩო.


თამარ ქიტიაშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული განათლების მიმართულებით მათთან თანამშრომლობით შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება. გეგმის დეტალურად განხილვისას დონორების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები იქნა მოწოდებული. 


საკოორდინაციო შეხვედრაზე თამარ ქიტიაშვილმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ  სიახლეებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.


დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ახალი ინიციატივებით დაეხმარონ სამინისტროს პანდემიით გამოწვეული სიძნელეების გადალახვაში  და ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.


 


კომენტარები:

ფართი შოპი