მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად - რას საქმიანობდა წარსულში საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი - (არქივიდან)

16 Aug 2017 11:49

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილი გახდა, სიგუას "რესპუბლიკა კაზანტიპის" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, რითიც ის წელიწადში 100 000 ევროს გამოიმუშავებს (იხ. სტატია).


გიორგი სიგუამ პირადი და პროფესიული ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ინტერვიუდან.


***

- გიორგი, წლების განმავლობაში საქართველოდან გაქცეული იყავით. ამის მიზეზი რა იყო?

- მე და ჩემი მეგობრები პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილის გარკვეული გადაწყვეტილებების გაპროტესტება დავიწყეთ. ამის გამო ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე, ლადო ვარძელაშვილი გვემუქრებოდნენ. მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს, რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ივქნები. მომკლავდნენ, აქედან რომ არ წავსულიყავი. გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი.


ბელგიაში 2 წელი ვიცხოვრე. ლტოლვილთა ბანაკში ორსართულიან საწოლზე მეძინა რამდენიმე ჩეჩენთან ერთად. მერე მუშაობის უფლებაც მომცეს, ყვავილებს ვრგავდი, შემდეგ მარწყვს ვკრეფდი. დავიწყე ფლომანური ენის სწავლა - სახელმწიფომ დამიფინანსა. რესტორანში თეფშების მრეცხავის ადგილი ვიშოვე. საათში 8 ევროს მიხდიდნენ. შემდეგ უკრაინაში მოვხვდი, მერე - გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, სამხრეთ, ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ა.შ.


- ერთ-ერთ ფორუმზე გწერდნენ, თურქეთში სექსინსტრუქტორად რომ მუშაობდი, თუ გახსოვსო.

- თურქეთში - არა, სხვაგან მოხდა... მე, დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, მეორეკურსელები, ბულგარეთში ვიყავით. მაისურები ვიყიდეთ, რომლებსაც ეწერა, რომ სექსის პირველი გაკვეთილები უფასო იყო. ამ მაისურებით დავდიოდით ქუჩაში და პლაჟზე და სულ ეგ იყო.


- უკრაინაში იპოვეთ თქვენი მომავალი მეუღლე?

- დიახ, კატია 2009 წელს მეგობრებისგან გავიცანი. მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი  გამხდარიყო. ერთხელ დავპატიჟე პაემანზე, არ დამთანხმდა, მეორედაც უარი მივიღე, მესამედ კი დავითანხმე.


- ქართველ ბიჭებს ჰგონიათ, რომ უკრაინელი ქალები ყველაფერზე ადვილად დასაყოლიებელი არიან და ამის იმედად კაზანტიპზე მიილტვიან.

- ყველა ქვეყანაში ქალი ქალია და კაცი - კაცი. ადამიანი რომ დაითანხმო პაემანზე, მას უნდა მოსწონდე. თუ მოსწონხარ, ყველა ეროვნების ადამიანი დაგთანხმდება...


წყარო:ambebi.ge


კომენტარები: