თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.


მისივე თქმით, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია.


„საავადმყოფოს ექთანთან დადასტურდა ინფიცირების ფაქტი. გუშინ ძალიან მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი და ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის მანძილზე არის ის ცვლილება, რომ დღეს თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი“,- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი