"ჩვენ გიამბობთ მეწარმე ქალებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ"- საინფორმაციო პორტალი „მხარე“ ახალ რუბრიკას გთავაზობთ

დღეს 2020 წლის 23 აპრილია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსოფლიო საერთო გამოწვევას, კორონა ვირუსის (COVID 19) პანდემიას ებრძვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თვითიზოლაციის რეჟიმშია და ცდილობს წინ აღუდგეს ამ გარემოებიდან გამოწვეულ სირთულეებს, სტრესს, მოწყენილობას...


მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ადგილობრივი წარმოების აღორძინება ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად აქცია.


ვიდრე საზოგადოება თვითიზოლაციის პერიოდში და ღირებულებათა გადაფასების სტადიაშია, ჩვენ გიამბობთ მეწარმე ქალებზე, რომლებიც თავიანთი ნიჭის, მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.


აღნიშნული „მისიის“ შესასრულებლად საინფორმაციო პორტალ „მხარეზე“, მთავარ მენიუში, დავამატებთ ახალ რუბრიკას „ქალი და ბიზნესი“, საიდანაც მოგიყვებით სოფლად და ქალაქად მცხოვრებ მეწარმე ქალებზე.  


ვიმედოვნებთ, რომ მეწარმე ქალების მიერ გაზიარებული ისტორიები თვითიზოლაციისგან გამოწვეული სტრესის დაძლევისა და მოტივაციის საფუძვლად იქცევა.



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და მეწარმე" ტრენინგების სერიის მონაწილეები.


ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


 


კომენტარები:

ფართი შოპი