ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პატიენტის ვინაობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკა "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.


“დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვრჩინა. ის ქობულეთის კლასტერიდან იყო. 70 წლის ზევით ასაკისაა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი”, - განაცხადა ანთიძემ.


შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.



კომენტარები:

ფართი შოპი