მეუფე იაკობი: პაატა იმნაძემ სჯობს დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს

რელიგია 16 Apr 2020 15:15

ბოდბის მიტროპოლიტ მეუფე იაკობს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადების კომენტირება სთხოვეს, რომელშიც პაატა იმნაძემ ქვეყანაში ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებაზე ისაუბრა.


"ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.



კომენტარები:

ფართი შოპი