ეკა წივწივაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

10 Aug 2017 20:15

ეკა წივწივაძე არის ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და გახლავთ აფხაზეთის მხარიდან:



მაღიზიანებს - უზრდელი ადამიანები და სერიალის გმირებივით სულ, სულ, სულ ყველაფერში დადებითი, უშეცდომო პერსონაჟები;

ვგრძნობ - რომ ცხოვრებაში გამიმართლა;

მეშინია - ახლობელი ადამიანების ავადმყოფობის და მათი დაკარგვის;

ვიცი - რა მინდა ცხოვრებისგან;

არ ვიცი - ხანდახან მგონია რომ ძალიან ბევრი რამ;

შემიძლია - ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის ყველაფერი შემიძლია;

არ შემიძლია - ერთ ადგილზე გაჩერება;

ვმეგობრობ - სიკეთით და ცხოვრებით სავსე ადამიანებთან.
ყველა მათგანი განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ აქვთ საერთო: ჩემი მეგობრები ფერადები არიან, სიცოცხლის ფერები. ყველაზე ცუდ განწყობაზე მყოფებიც კი მზეებს გვანან;

ვაპატიებ - ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველაფრის პატიება შემიძლია. ალბათ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ჩემს ირგვლივ არ არიან ადამიანები ვინც ღალატობენ და ტყუილებს ამბობენ. მე ომიც შემიძლია გაპატიოთ თუ მიხვდებით რომ  მშვიდობა უკვე მთელი გულით გწადიათ;

ვტირი - ყველაფერზე, საბავშო მულტფილმების კეთილ დასასრულზეც კი;

ვიცინი - მთელი გულით;

ვეძებ - ღმერთს. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სადღაც არის და ის უფრო ვიცი რომ მე ძალიან მჭირდება;

ღირსი ვარ - იმის რაც ცხოვრების ბოლოს მექნება;

ვჩხუბობ - ყველაზე მეტად ჩემ შინაგან მესთან;

ვკარგავ - მოთმინებას როდესაც ქუჩაში მოხუცებს ეუზრდელებიან და პატარებს ჩაგრავენ;

მშურს - ადამიანების ვისაც ბევრი დრო აქვთ წიგნებთან ურთიერთობისთვის, მშურს ადამიანების ვისაც აქვს შესაძლებლობა აკეთონ გლობალური სიკეთეები და საშინლად ვღიზიანდები მათზე ვინც ამ შესაძლებლობა არ იყნებეს;

ვემალები - არასდროს,  არავის და არაფერს;

ვემტერები -  არ ვარ მე ეგ ადამიანი ვინც რამეს ან ვინმეს ემტერება;

მაინტერესებს - ცხოვრება სიკვდილის შემდეგ;
არ მაინტერესებს - რას ამბობენ ჩემზე სხვები;

მახსოვს - სოხუმი, ომი და ლაზარეს დაბადების პირველი წუთი ,  მასზე ერთი წამით შევლებული თვალი;

მრცხვენია - ყველაზე მეტად საკუთარ თავთან;

უარვყოფ- ჩემს სუსტ მხარეებს;

ვავადმყოფობ - თითქმის არასდროს;

ვმალავ - პრინციპში არაფერს;

ვინახავ - საუკეთესო მოგონებებს წარმოსახვით პატარა ყუთებში ასევე წარმოსახვით პატარა თაროებზე;

მწამს -დედაჩემის და იმის რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ჩემი აზრზე მოყვანა;

მიკვირს - ადამიანების რომლებიც ნიღბებს ირგებენ;

მიხარია - ყოველი დღის გათენება და ახალგაღვიძებულზე ჩემი შვილების სახეების დანახვა;

ვჭორაობ - დასთან და დაქალებთან უსასრულოდ და დაუღალავად, თუმცა ყველა ჩვენი ჭორი კეთილია;

ვდარდობ - მსოფლიო მშვიდობაზე, ბავშვებზე რომლებსაც არ აქვთ ოჯახი და უწევთ ომის პირობებში ცხოვრება;

ვამაყობ - რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ბიჭს საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ - მშვიდადაც ამიტომ ვარ;

ვაკეთებ - ზოგჯერ, ვფიქრობ რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს; თუმცა, ძალიან ხშირად ვხდები  რომ გაცილებით მეტიც შემიძლია;

ვეფერები - ბებოს, უფრო სწორად ყველა მოგონებას რომელიც მასთან მაკავშირებს;

მსიამოვნებს - ჩემი და თოკას სიბერის წარმოდგენა, სამეგრელოში რომ არის იმ ცის ყურება და ბულაჩაურის ჰამაკში არაფერზე ფიქრი;

მესიზმრება - ფერადი სიზმრები, ისეთები როგორც ბავშვობაში და ხშირად მინდა ჩემი სიზმრები ყოველ ღამით სერიალივით გაგრძელდეს;

ვეხმარები - საკუთარ თავს და სულ გული მწყდება რომ გლობალურ სიკეთეებს ვერ ვაკეთე;

ვეწევი - არ ვეწევი;

მწყინს - უმნიშვნელო წვრილმანები. არასწორად გაგებული ჩემი სიტყვები და ტაქსის მძღოლებს არასდროს რომ არ აქვთ ხურდა ის; :)

ვხარჯავ - უაზროდ ბევრ ემოციას ადამიანებზე, მერე კი ვხდები რომ უბრალოდ არ ღირდა;

ვღალატობ - საკუთარ პრინციპებს არასდროს;

ვკამათობ - არ მიყვარს კამათი;
ვუხეშობ - უხეშებთან;

ვუსმენ - ყველაფერს და კიდევ უფრო უარესი ვცეკავ ნოკიას ზარზე;

ვყოყმანობ - თითქმის არასდროს;

ვკითხულობ - თითქმის ყველაფერს;

ვამზადებ - საუკეთესოდ;

ვუყურებ - ჩემი შვილების ზომაში გაზრდილ ფეხსაცმელებს და ცოტათი განვიცდი;

ვკლავ - ჩანასახშივე წარუმატებლობისთვის განწირულ იდეებს;

ვაფუჭებ - ნერვიულ სისტემას - ხარისიხანად;

ვცხოვრობ - დღევანდელი დღით არა, რადგან ვიცი რომ წინ ხანგრძლივი ცხოვრება მელოდება. ვცხოვრობ ჩემი ქმრისთვის,  შვილებისთვის, დედაჩემისთვის, ჩემი დისთვის,  ჩემი ბევრი მეგობრისთვის და იცით რა ძალიან მიხარია, რომ ჩემი თავისთვის ვცხოვრობ;

ვცემ - პატივს მიზანდასახულ ადამიანებს;

ვყვირი - ვყვირი ხოლმე მაგრამ ამ დროს ჩემ თავს ვერ ვიტან;

ვმღერი - არა ლექსად ვამბობ; :)

ვასრულებ - დანაპირებს;

დავდივარ - კინოში ძალიან ხშირად;

ვერიდები - მლიქვნელ და ორპირ ადამიანებს;

ვთამაშობ - დიდობანას. მგონი გამომდის;

ვიტყუები - ოოო... ბავშვობაში საუკეთესო მატყუარა ვიყავი პრინციპში ახლაც ფორმაში ვარ თუ მოვინდომე - უბრალოდ აღარ მინდება;

ვეთაყვანები - არავის და არასდროს;

ვგიჟდები – კარამელის ნაყინზე, მზეზე, ზღვაზე და ცეკვაზე;

მიყვარს - მაისი თვე, მზიანი დილა და ჩემ დასთან ერთად გამჭვირვალე ჭიქებიდან ჩაის სმა. კიდევ ადამიანური ისტორიები სიკეთით სავსე - აი, რომ გახვედრებს კაცობრიობის არსებობის მიზეზს;

ვოცნებობ - უხმო ფილმის გადაღებაზე სათაურით ,,სოხუმში დაბრუნების პირველი ემოციები”    და  ელენესთან ერთად პარიზის ქუჩებში ხეტიალზე;

ვფიქრობ - ხშირად;

მძულს - ომი;

ვნანობ - ბევრს არაფერს;

კმაყოფილი ვარ - ჩემი ცხოვრებით;

მენატრება - მამა, რომელიც ხუთ წლამდე მყავდა;

მსურს - ჩემმა შვილებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ არ არსებობს პრობლემა რომელსაც დედა ვერ მოაგვარებს;

ვაგროვებ - ყველაფერს, შოკოლადის ქაღალდებს, თვითმფრინავის ბილეთებს, ფოტოებს, ყველა ნივთს რომელსაც ახსოვს ჩემი ბედნიერი სუნთქვა;

ვიხდი - ბოდიშს თუ დამნაშავე ვარ;

ვეჭვიანობ - თუ საბაბი მაქვს;

ვკაიფობ - არ ვკაიფობ;

ვიზიდავ - პრობლემებს;

ვალამაზებ - არასდროს არაფერს. ვიღებ ფაქტებს ისე როგორც არის - სხვებმაც ასევე  უნდა მიიღონ.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი