ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალური აქცია მიმდინარეობს

პოლიტიკა 06 Apr 2020 22:34

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან სოციალური აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, სასურსათო ამანათები, 70 წელს გადაცილებულლმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა, სოციალური სტატუსის მქონე მრავლაშვილიანმა ოჯახებმა, 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა მოხუცებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებმა უკვე მიიღეს. აქციის ფარგლებში იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.


საკვები პროდუქტები მიიღეს ზესტაფონში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმაც.


დახმარება მიიღეს ასევე ზესტაფონში არსებული ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრ - „ორიონის“ ბენეფიციარებმაც.


მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ აქციაში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოხალისეებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე. მისი განცხადებით, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ სასურსათო ამანათებს მიიღებს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელთაც დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროებათ.


"ხელისუფლება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს დაავადების მასიურად გავრცელების რისკების შესამცირებლად. ამასთანავე მიმდინარეობს ყველა იმ სოციალური ჯგუფის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას. მინდა, კიდევ ერთხელ, მოვუწოდო მოსახლეობას მაქსიმალურად გაითვალისწონონ რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს მოვერევით“.



კომენტარები:

ფართი შოპი