ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით და ლიტურგია ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს - თენგიზ ცერცვაძე

„მე როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია.


მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს“.



კომენტარები:

ფართი შოპი