"გულისამრევი მეშჩანები და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით"- ნიკა გვარამია

Facebook ამბები 05 Apr 2020 00:05

"რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა, მოხუცები დავკარგეთ, ხალხმა პურის ფული ვეღარ იშოვა და სიღატაკემ გათანგა, ბავშვები სტრესით სამუდამოდ დასახიჩრდნენ და ჩამორჩენილი ქვეყნის ჩამორჩენილი მოქალაქეობისთვის გაიწირენ ?! როგორ უნდა იცხოვროთ ამ საზოგადოებაში? როგორ აპირებთ ოაზისის აშენებას უდაბნოში? არა გრცხვენიათ? სამყარო შეიცვალა, არავინ იცის, როგორი დილა გათენდება ხვალ და თქვენ ისევ ანგარიშებზე ინახავთ მილიონებს?


გულისამრევი მეშჩანები და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით. იმ ბიძინა ივანიშვილის,


რომელიც მილიარდერთან ერთად, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლებას წარმოადგენს ერთდროულად და თან იმალება;

რომელიც შუა ჟამიანობისას ხეებს თხრის და სადღაც მიათრევს;

რომელიც, ხალხი როცა ეპიდემიას ებრძვის, ჰესებს იკანონებს;

რომელიც არც ერთხელ, ა რ ც ე რ თ ხ ე ლ არ დაგვენახა, რაც ეპიდემია თავს დაგვატყდა. მე რა, თავის გულწრფელ და მოყვარულ ამომრჩეველსაც კი, და არც ერთი გამამხნევებელი სიტყვა არ უთხრა, არც ერთი ცენტით არ შეეშველა.


დიახ, სიმდიდრე სირცხვილი არაა, პირიქით. მაგრამ გაჭირვებული სამშობლოსთვის ხელის არ გამართვა - სამუდამო დაღი და უკუნითი თავს ლაფი.


არასდროს ასეთი მხდალი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია. არავინ ასე სამარცხვინოდ ჩვენს ისტორიაში არ ჩაგვიწერია, როგორც მას ჩავწერთ. ეს ისე ვიცი, როგორც კორონას დაამარცხებს კაცობრიობა. მაგრამ ივანიშვილთან ერთად, ყველა იმას მოეთხოვება პასუხი, ვისაც მილიონები აქვს უსიცოცხლო საბანკო ანგარიშებზე და ვისაც პირბადე არ გაუღია განსაცდელში მყოფის სიცოცხლის და სამშობლოს გადასარჩენად!"



კომენტარები:

ფართი შოპი