სერბეთში ხედ გადაცმული კაცი დააკავეს, რომელიც კარანტინის რეჟიმს არღვევდა

უცხოეთი 01 Apr 2020 01:17

სერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა. ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.


ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, ასეთი კამუფლაჟის დახმარებით კაცი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში 3 დღე გადაადგილდებოდა, თუმცა მოსიარულე ხემ სამართალდამცველების ყურადღება მაინც მიიპყრო.


ანალოგიური შემთხვევა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც მათი თქმით, ხედ გადაცმული მათი მეზობელია დაფიქსირებული.






კომენტარები:

ფართი შოპი