ფოლკლორიშენთვის - ფოლკლორის ცენტრის გამოწვევა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო გამოწვევა-ჩელენჯი #ფოლკლორიშენთვის, რაც გულისხმობს შემდეგს: ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა ჩაწერონ ფოლკლორული სიმღერები, გადაიღონ ვიდეო და მოუწოდოთ ერთმანეთს ამ გამოწვევაში ჩართულობისაკენ. გამოწვევაში პირველ ეტაპზე საოჯახო ანსამბლები ჩაერთვებიან. პირველი ვიდეო ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ შვილებთან ერთად ჩაწერა და ანსამბლ ,,ბასიანის" წევრის ელიზბარ ხაჩიძის ოჯახი გამოიწვია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება.


სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები გაერთიანდნენ და საზოგადოებას შესთავაზეს ონლაინ  სპექტაკლები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვა.  




კომენტარები:

ფართი შოპი