თემურ შაშიაშვილი: ნურავინ ცდილობს ეკლესიის საქმეში ჩარევას!

ხალხის ხმა 27 Mar 2020 01:13

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საპატრიარქოს.


„უპირველეს ყოვლისა მინდა ეკლესიას ავტოკეფალიის დღე მივულოცო და შევახსენო ყველას, საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და ნურავინ ცდილობს მის საქმეში ჩარევას! ქართული მათლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია, დამოუკიდებელია და მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება! ნუ ერევით პოლიტიკოსები ეკლესიის საქმეში!“, -  განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.


მისი თქმით, ზოგი კრიტიკით და ზოგი პატრიარქთან გადაღებული სურათით ცდილობს პოლიტიკაში დარჩეს. ერთიც მიუღებელია და მეორეც! 


„მე პატრიარქის სულიერი შვილი ვარ უკვე 30 წელია, მაგრამ ეს არ გამომიყენებია არასდროს ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის. მით უფრო მიუღებელია რომ  არავის გახსენებია რომ 25 მარტი ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა და ტელევიზიები მხოლოდ ეკლესიის კრიტიკით არიან დაკავებულნი. დღეს უფრო ეკლესიასთან ბრძოლაზეა აქცენტი გადატანილი და არა მძიმე რეალობის განცდაზე!“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი