განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება

26 Mar 2020 20:20


კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.


უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა. 


პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიწოდებას.  ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები თბილისის მერიის ცხელ ხაზს (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან.  


ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება.



კომენტარები:

ფართი შოპი