ქართველმა სამხედროებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან მავთულხლართები დაამატეს და მოძრავი ვიდეოკამერები დაამონტაჟეს

სამართალი 26 Mar 2020 00:25

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმებს ამონტაჟებენ. უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. დღეს ქართველმა სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.



ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან მონაწილეობენ. თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.



კომენტარები:

ფართი შოპი