დიმიტრი ხუნდაძე: „ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში შესრულება“

პოლიტიკა 26 Mar 2020 00:18

„კორონა ვირუსის დაავადება პროგრესირებს.  ვირუსის გავრცელების არეალი ნელ-ნელა ფართოვდება. საიმედოა, რომ დღეს უკვე გვყავს ათი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მაგრამ ახალი ეპიდმისამართები ვლინდება. ამას როგორც დადებითი ასევე, უარყოფითი მხარეეები აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტის გარშემო ეპიდმისამართები არის დადგენადი და მიწვდომადი. ჩვენ პრაქტიკულად უკვე შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რასაც მოჰყვება კრიზისული ფაზა. იქნება როგორც დადასტურებული ასევე, დაუდასტურებელი შემთხვევები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში შესრულება“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი