"თქვენ გაიმარჯვებთ, საქართველო თქვენთანაა!" - საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს

26 Mar 2020 00:04

საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეომიმართვები დღეს "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.


"ამ ძალიან რთულ დროში თქვენთან ერთად ვართ შორეული საქართველოდან. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, რომ აუცილებლად გადალახავთ ამ რთულ პერიოდს. თქვენ მასზე გაიმარჯვებთ. საქართველო თქვენთანაა!" - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ "ტვიტერით" გავრცელებულ ვიდეომიმართვებში.



კომენტარები:

ფართი შოპი