გადაწყდა, სად დაკრძალავენ მადრიდში კორონავირუსით გარდაცვლილ ქართველ ქალს

25 Mar 2020 23:51

22 მარტს მადრიდში გარდაცვლილ 34 წლის ცირა ნაჭყებიას ესპანეთში დაკრძალავენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ცირა ნაჭყებიას მეუღლემ განუცხადა.

 

მამუკა ნაჭყებია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივ საკონსულოსთან შეთანხმებით მიიღო.


გარდაცვლილი ქალის მეუღლე ცირა ნაჭყებიას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კორონავირუსით უცხო ქვეყნის გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრის გადმოსვენებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რაც კრემაციას ან ადგილზე დაკრძალვას გულისხმობს. დაკრძალვის შემთხვევაში, გარდაცვილილის ოჯახს ცხედრის გადასვენება 5-დან 7 წლის ვადებში შეეძლება.

 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა. 16 მარტს ნაჭყებია კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალბატონი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. ცირა ალიხანაშვილს საქართველოში ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.




კომენტარები:

ფართი შოპი