მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის მორიგი აფეთქება შემოდგომაზე - მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე განმარტავს

25 Mar 2020 23:16

არის თუ არა კორონავირუსი გრიპი და მოსალოდნელია თუ არა მისი კვლავ აფეთქება შემოდგომაზე? - ამ შეკითხვებს გადაცემა „არენაში“, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფრიდონ შუბითიძე პასუხობდა.


„გრიპიც არის ვირუსი და კორონავირუსიც არის ვირუსი. თუმცა კორონავირუსი არ არის გრიპის ოჯახიდან. კორონავირუსი არის ვირუსის სხვა სახეობა და ის ძირითადად სასუნთქ გზებთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება კორონავირუსი ჩაითვალოს A და B გრიპის ვირუსებად“, - განაცხადა შუბითიძემ.


კითხვაზე, ექნება თუ არა კორონავირუსს სეზონური ხასიათი, მეცნიერი პასუხობს, რომ შემოდგომაზე ვირუსის მორიგი აფეთქებაა მოსალოდნელი.


„მოლეკულური მეცნიერების შემსწავლელი მეცნიერები ვირუსს ამ მიმართულებით აქტიურად სწავლობენ. გათვლები არის ასეთი, რომ უნდა ველოდოთ სეზონს, რადგან ყველა ვირუსს ახასიათებს სეზონურობა. ეს არის პირველი ტალღა, რომელსაც იმედი მაქვს გადავიტანთ, ზაფხულში ის დაიხევს უკან და შემდეგ, ჩვეულებრივი ვირუსების მსგავს დაიწყებს გამოჩენას და გააქტიურებას. იმედი მაქვს, იქამდე გვექნება პრეპარატიც და იქნება აცრებიც. ასევე შესაძლებელია, რომ ის თავად გაქრეს“, - განმარტა ქართველმა მეცნიერმა.



კომენტარები:

ფართი შოპი