ალექსანდრე მოწერელია მესტიაში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა

25 Mar 2020 16:37

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.


სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად მესტიაში, მის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები.


ალექსანდრე მოწერელია დაინტერესდა მესტიის საკარანტინო ზონაში არსებული ვითარებით. მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე არსებობს, სადაც ამჟამად 2 უცხოეთის მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 6 ადამიანი იმყოფება.


შეხვედრას მესტიის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი