ჩამონათვალი - რომელი პოლიტიკოსები გაიქცნენ ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

08 Aug 2017 23:54

კვირის პალიტრამ 2012 წელს იმ მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური პირების სია გამოაქვეყნა, რომელთაც აგვისტოს ომის დროს ქვეყანა დატოვეს.


ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა სია, თუ სად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გთავაზობთ ამ სიას:


გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;


დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;


კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;


კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;


გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;


ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;


დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;


ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;


რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;


გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;


ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;


ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;


გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;


ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;


ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;


კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;


გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;


გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;


ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;


მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს შუადღისას;


პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;


თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;


ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;


გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში.


2008 წლის ომის შემდგომ ეს სია საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პაატა დავითაიას „აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას" გადაუგზავნა. მაშინ „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დავითაიას სიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებდა, თუმცა დავითაია ჯიუტად არ აქვეყნებდა. ამ ომიდან ოთხი წლის შემდგომ კი facebook-ში გამოქვეყნდა.


წყარო: "კვირის პალიტრა"

კომენტარები: