საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

24 Mar 2020 13:36

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 9 პაციენტია განკურნებული.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთლიანობაში 66-ია. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 235.



კომენტარები:

ფართი შოპი