ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის - პრეპარატს მოხალისე პაციენტზე გამოცდიან

24 Mar 2020 13:26

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ექსპერიმენტს იწყებენ. შეიქმნა საგანგებო სოლიდარობის ჯგუფი.


მოხალისე პაციენტები მედიკოსებს უფლებას მისცემენ, მათზე გამოსცადონ ის პრეპარატები, რომლებიც ჯერ გატესტილი არ არის. 


პირველ პაციენტზე ექსპერიმენტი ამ კვირაში იგეგმება.


"ვიწყებთ ტესტირებას, იმედია ცდა წარმატებული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ვირუსს აგრესიული ტაქტიკით უნდა შევუტიოთ," - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.



კომენტარები:

ფართი შოპი