intellinews: რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას იქ, სადაც ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხდება

23 Mar 2020 13:25

რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას იქ, სადაც ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხდება - სტატიას ასეთი სათაურით გამოცემა intellinews.com აქვეყნებს.


სტატიაში ნიდერლანდებისა და საქართველოს COVID 19-თან ბრძოლის მეთოდებია შედარებული. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ორივე ქვეყანაში თითქმის ერთი და იგივე დროს დაფიქსირდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, საქართველოში არც ერთი ფატალური შემთხვევა არ არის, ნიდერლანდებში კი უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა. ნიდერლანდები ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კრიზისს ვერ უმკლავდება.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ თავიდანვე მიიღო პრევენციული ზომები იმპორტირებული შემთხვევების შესამცირებლად. საზღვარზე არა მხოლოდ ტემპერატურას შემოწმება, არამედ საეჭვო პაციენტების შესაძლო კავშირების გარკვევაც ხდებოდა. მთავრობამ შექმნა კორონავირუსის შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი, რითაც მოქალაქეებს გაუმარტივა ინფორმაციაზე წვდომა.


„ეპიდემიაზე ამ 2 ქვეყნის პასუხის ანალიზი იძლევა მითითებებს, თუ რატომაა ამხელა განსხვავება შედეგებში. კრიზისის საწყის ეტაპზე საქართველოში გატარდა მკაცრი ზომები იმპორტირებული შემთხვევების პრევენციის და დადგენის მიზნით. ქვეყანაში ჩასულ ყველა პირს არა მხოლოდ ტემპერატურა გაუზომეს, არამედ გამოართვეს დაწვრილებითი ინფორმაცია და საკონტაქტო დეტალები იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ მოგვიანებით აღმოაჩნდებოდათ შესაბამისი სიმპტომები. ასეთი ეფექტიანი მიდგომის შედეგად, პირველი შემთხვევა საზღვარზევე დადგინდა. ასევე სწრაფად განხორციელდა მუშაობა ცნობილ კურორტებზე მოგზაურობის შეზღუდვის მიზნით, მიუხედავად იმ ზიანისა, რომელიც ამის შედეგად მიადგა აღმავლობის გზაზე მდგარ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას. ასევე სწრაფად და ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ადრე განხორციელდა პროაქტიური ზომები საჯარო სივრცეებში ჰიგიენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი და ატარებდა რეგულარულ ბრიფინგებს, სადაც საზოგადოებისთვის გაიცემოდა მკაფიო ინფორმაცია, რომელშიც ასახული იყო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მოსაზრებები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - წერია სტატიაში.


საქართველოსგან განსხვავებით, ნიდერლანდებს პრევენციული ზომები არ გაუტარებია. მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების შანსი ნული იყო. საზოგადოებას კი ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია სათანადოდ არ მიეწოდებოდა.


„საქართველომ, ლიბანმა და საბერძნეთმა აქტიურად უპასუხეს რეგიონში არსებულ გამოწვევას“, - წერია სტატიაში.


წყარო



კომენტარები:

ფართი შოპი