ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს: "გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის"

რელიგია 22 Mar 2020 17:23

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, მოერიდონ ეკლესიებს და სახლში ილოცონ.


ბულგარეთში ხელისუფლებამ აკრძალა წვდომა პარკებზე, ასევე არაარსებითი გადაადგილება ქალაქებს შორის. სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფის მიზნით დახურულია სკოლები, ბარები და რესტორნები.


"ეს არ არის უარის თქმა ლოცვასა და ეკლესიაში სიარულზე, არამედ მსხვერპლის გაღებაა, რათა სხვა მლოცველების ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის", - განაცხადეს ბულგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.



კომენტარები:

ფართი შოპი