სულისშემძვრელი ფოტომასალა - ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

22 Mar 2020 15:36

ხორვატიაში ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა და პანიკა გამოიწვია. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6:23 საათზე მოხდა.


მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრების ჩრდილოეთით 7 კილომეტრში, მიწიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქი ზაგრების ნაწილი შეარყია.


ევროპის სეისმოლოგიური სააგენტოს ცნობით, მოგვიანებით კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, შეშინებული მოსახლეობა სახლებიდან გამოიქცა, გაითიშა ელექტროენერგიაც. ასევე, რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარიც.


მიწისძვრამ დაბზარა შენობების კედლები და დააზიანა სახურავები. სტიქიამ ზაგრების ცნობილი საკათედრო ტაძარიც დააზიანა, კონკრეტულად კი, ტაძრის ორი კოშკიდან, ერთის წვეტი ჩამოიშალა.


ხელისუფლების ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. კრონავირუსის გამო, ზაგრებში საგანგებო ზომებია შემოღებული.








კომენტარები:

ფართი შოპი