"გირჩის რელიგიური აქციები შეიძლება? ასე, ათასკაციანი? რავი, რელიგიური შეკრებაა ეგეც. სულელური რელიგია არ ითვლებაო, კონსტიტუციაში არ წერია"- ნიკა გვარამია

ხალხის ხმა 22 Mar 2020 14:21


"ვერაფრით ვერ დავეწიე, რომელი შეკრება და მანიფესტაცია იგეგმებოდა ასეთი, საგანგებო მდგომარეობის აქტით სასწრაფოდ რომ შეზღუდეს. რელიგიურ რიტუალებს პირდაპირ რომ არ ეხება, ისედაც ვიცოდით, კონსტიტუცია კრძალავს ამ უფლების შეზღუდვას. მარა გვეგონა ირიბი ეფექტით (და შეკრება შეკრებაა, მოტივის და მიუხედავად) აღწევდნენ სრულიად ლეგიტიმურ მიზანს.


ანუ, ფაქტიურად გვეუბნებიან, რომ იმპლემენტაციას არ მოახდენენ და რელიგიურ შეკრებასთან მიმართებით თვითონვე დაარღვევენ ამ წამს მიღებულ დეკრეტს.


ამის მერე, მოქალაქეების თვითშეგნების, თვითშეზღუდვის და თვითიზოლაციისკენ მოწოდება სასაცილოა.


ps და გირჩის რელიგიური აქციები შეიძლება? ასე, ათასკაციანი? რავი, რელიგიური შეკრებაა ეგეც. სულელური რელიგია არ ითვლებაო, კონსტიტუციაში არ წერია"- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე". 



კომენტარები:

ფართი შოპი