ქართული ჟურნალისტური კორპუსი ემსახურება დემოკრატიას და პასუხობს საზოგადოების ინტერესებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ხალხის ხმა 22 Mar 2020 03:05

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, რომელიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ერთობლივად, 1993 წელს დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა, ვინაიდან გაზეთის პირველი ნომერი სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა.


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მედია-გამოცემებთან და ჟურნალისტურ კორპუსთან. ორგანიზაცია პროფესიულ დღეს ულოცავს ყველა ჟურნალისტს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებს. მედიის როლი დემოკრატიული პროცესების, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ყოველდღიურად მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, არსებობდეს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვისა და აღქმის სხვადასხვა გამოვლინება, თუმცა პროფესიული საქმიანობის შესრულება არ უნდა ცდებოდეს ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს. ჟურნალისტური ეთიკის უზრუნველყოფისთვის ქვეყანაში დადებითად უნდა შეფასდეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა, ეთიკური ჟურნალისტიკისთვის დადგენილი პრინციპები და მათზე რეაგირება.


დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. საქართველომ, ბოლო წლების მანძილზე, მიაღწია მედია-პლურალიზმს. ადამიანის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს. ინდექსში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 0-დან 10-მდე სკალაზე, რომელზეც 10-ზე მეტ თავისუფლებას აღნიშნავს, საქართველოს საშუალო ქულაა 7.74. წინა კვლევასთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 2017 წლისთვის მცირედით გაუმჯობესებულია. 2016 წელს საქართველო რეიტინგში 7,65 ქულით 46-ე ადგილს იკავებდა.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დღეს ქართული ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „Fake News”-ის დაშვება და გამოყენებაა. საერთო სასამართლოები არაერთ დავას განიხილავს, რომელიც ეხება ცილისწამებით მიყებული ზიანის ანაზღაურებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით გავრცელებული ცნობების უარყოფის მოთხოვნას. ამდენად, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია თვითრეგულირების მექანიზმების გამოყენება და ყველა შემთხვევის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გავრცელება.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ჟურნალისტური კორპუსის საქმიანობს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. ორგანიზაციამ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, დააწესა ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი“, რომელიც, მათ შორის გადაეცემა ტელეკომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. ამასთან, ორგანიზაციის მიერ დაწესებული ნომინაციები: „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“, „საზოგადოების ხმა“ და „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“, მუდმივად გადაეცემა სხვადასხვა ტელეკომპანიას, გადაცემისა თუ გამოცემის ავტორებს. 2014-2019 წლებში, ორგანიზაციამ „თავისუფალი სიტყვის დამცველის“ ჯილდო, სულ 53 ჟურნალსიტს გადასცა.



კომენტარები:

ფართი შოპი