"იყო დრო, როდესაც ყველა ჩემს მკერდზე საუბრობდა" - რატომ მალავს ბილი აილიში მკერდს?

ყვითელი 21 Mar 2020 14:28

დაახლოებით ერთი წელია, რაც თინეირჯერი მომღერალი ბილი აილიში მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.მისი სიმღერები იმდენად პოპულარულია, რომ 18 წლის ბილი არაფრით ჩამოუვარდება ისეთ მომღერლებს როგორებიც არიან რიანა, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ა.შ.


გარდა სიმღერებისა, ბილიმ საზოგადოების ყურადღება მეტად უცნაური, გოგონასთვის ნაკლებად დამახასიათებელი ჩაცმულობით მიიპყრო.ის ყოველთვის ატარებს დიდ ტანისსამოსს.ერთ-ერთ ინტერვიუში ბილის ჰკითხეს, თუ რატომ მალავს მკერდს.მან კი ასეთი პასუხი გასცა:


"იყო დრო, როდესაც ყველა ჩემს მკერდზე საუბრობდა."ტვიტერზე" ეს ტრენდიც კი გახდა.ვიცი, რომ საკმარისად დიდი მკერდი მაქვს, ამიტომ ვატარებ დიდ ტანსაცმელს და ვცდილობ მის დამალვას.შედარებით პატარა მკერდის მქონე გოგონებს როდესაც მჭიდრო მაისურები აცვიათ, ეს არაფერია, მაგრამ თუ მე ჩავიცვამ მაისურს, რომელიც ჩემს მკერდს გამოკვეთს, შეიძლება მეძავსაც კი მიმამსგავსონ.უბრალოდ არ მინდა რომ ხალხში სექსუალური ფიქრები გავაღვიძო." - ამბობს ბილი.

intermedia.ge



კომენტარები:

ფართი შოპი