საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

რელიგია 20 Mar 2020 13:00

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. სინოდის წევრების განხილვის მთავარი თემა კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული.


imedinews--ის ცნობით  პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წელს ეს იქნება სინოდის პირველი სხდომა, სადაც სინოდის წევრები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებასა და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლზე იმსჯელებენ.


დეკანოზმა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი ზიარების წესების შესაძლო ცვლილებას შეეხება. ამ საკითხზე სასულიერო პირებში აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი არ უნდა შეიცვალოს, ზოგი კი ფიქრობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ზიარების წესის შეცვლა აუცილებელია და ამით ზიარების შინაარსი არ იცვლება.


დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს და ეს ზიარების მადლმოსილების ეჭვის ქვეშ დაყენებას არ ნიშნავს. მისი განმარტებით, ზიარების გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და სრულიად განსხვავებულია დღეს.


„ბოლოს და ბოლოს წმინდა წირვა, რომელსაც ყოველდღიურად აღვასრულებთ, სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აღასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობის დროს. ჩვენი ეს წირვა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად, არის საიდუმლო სერობის ტრაპეზი, იქ არის მაცხოვარი, რომელიც ილოცებს და გასცემს წმინდა ზიარებას. ყველაფერი შეცვლილია, დაწყებული ჯდომიდან დამთავრებული ზიარების გაცემის წესით. უმთავრესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანია, რომელიც ღმერთმა მოგვცა“, - აცხადებს ალექსანდრე გალდავა.



კომენტარები:

ფართი შოპი