"ორ ნაბიჯში" ასაწონი ნამცხვრები და ორცხობილები ღიად ულაგიათ თაროებზე, ყველა ზედ ასუნთქებს და ახველებს"

20 Mar 2020 10:56

"ფეისბუქის" მომხმარებელი, მანანა ალექსიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"დღეს ექსპრეს ბანკში შევედი,აპარატებთან პატარა რიგი იყო.მე მეკეთა პირბადე,კიდევ ორსაც.ერთი ქალი მთელი ხმით ახველებდა,არც პირბადე ეკეთა და ხელსაც არ იფარებდა პირზე,კაციშვილმა ხმა არ გასცა.მე ვუთხარი,რომ გახველებთ,პირბადე რატომ არ გიკეთიათ,ხელი მაინც აიფარეთმეთქი.უხერხულში კი არ ჩავარდა,აქეთ დამესხა თავს და თანმხლები ქალიც მას გამოესარჩლა, ალერგიული ხველა აქვს,წაიყვანე და შეამოწმებინეო.ვინ რა იცის როგორი ხველა აქვს,მასეც რომ იყოს,რა სასიამოვნოა,პირდაპირ  სახეში რომ ახველებმეთქი ხალხს.მხარი არავინ ამიბა,ძალიან გამიკვირდა,მეტის ღირსები ვართ,...


მერე 2 ნაბიჯში შევედი,ასაწონი ნამცხვრები და ორცხობილები ასე ღიად ულაგიათ თაროებზე .ყველა ზედ ასუნთქებს და ახველებს.მენეჯერს ვუთხარი,რამე გადააფარეთმეთქი.გაკვირვებული მიყურებდა  ...   


გუშინ დავპოსტე მერიის გვერდზე ის ფაქტი,რაც შემემთხვა:კერძოდ,11 საათზე სამსახურში ავტობუსით მივდიოდი.ისეთი ჭყლეტვა იყო,სკამებს შორის ძლივს გავიარე,უკან 2 კაცი ახველებდა,არცერთს არ ეკეთა პირბადე და არც არავის მიუცია შენიშვნა,ეს ხომ უტაქტობა იქნებოდა...ხოდა დავპოსტე,სამარშრუტოები არ უნდა გაგეჩერებინათ,ამან ხალხმრავლობა გამოიწვია და ვირუსის გადადების მაღალი რისკიამეთქი. კომენტარებით თითქმის ყველამ გადამიარა,რასაც ქვია...ზოგმა ნაცისტი ხარო,ზოგმა სად ნახე ჭყლეტვაო,მატყუარა ხარო,კონფლიქტს იწვევ და ცრუობო,დაჯექი სახლში,რას დადიხარო და რა ვიცი.ვინანე,რომ დავწერე სიმართლე და წავშალე ... 


ჩვენს საზოგადოებას არაფერი ეშველება.წინა კვირას კი მალამოს რეკლამა გავუშვი და მომწერეს,ამ გაჭირვებაში, თუ შენ კარგი ადამინი ხარ და ხალხზე გული შეგტკივა,პირდაპირ მალამოს რეცეპტი დადეო...(უკომენტაროდ). "გააჩერეთ დედამიწა,ჩავდივარ"...


კომენტარები:

ფართი შოპი