"იმედია, ხვალ რაიმე მიზეზით გინებას არ დავუწყებთ ექიმებს" - ნიკა მელია

19 Mar 2020 01:18

"ტაში დაუკრეს ექიმებს. მართლაც მისასალმებელია, როცა საზოგადოება ასე ერთსულოვნად აფასებს მათ მძიმე შრომას.

ამ საყოველთაო ტაშმა ერთი ისტორია გამახსენა.

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, მოგეხსენებათ შეუდარებელი იყო პენალტების დარტყმაში, საშტატო პენალტისტი იყო.

ერთ-ერთი მატჩი დროს, დაინიშნა თეტრთმეტმეტრიანი, გამოვიდა ჩელებაძე. მოემზადა. მთელი სტადიონი სკანდირებდა - „ჩელე“, „ჩელე“ , “ ჩელე” !!! დაარტყა ჩელებაძემ და... აიღო მეკარემ.

იგივე სტადიონი, რომელიც 1 წუთის წინ სკანდირებდა - ‘ჩელე”, ჩელე” ჩელე” ოვაციებით, ტაშით, წუთის შემდეგ დედას აგინებდა, ჩელე შენი ისა, ჩელე შენი ესა...

იმედია, ახლა გამოვიჩენთ ემოციურ ზომიერებას - იგივე არ დაგვემართება და ხვალ რაიმე მიზეზით გინებას არ დავუწყებთ ექიმებს, რომლებიც მართლაც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის."-


კომენტარები:

ფართი შოპი