ირმა ინაშვილი: ქართული სოციალური სივრცე, ერთ დიდ ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა... ნუ ვტკენთ ერთმანეთს გულს, უბრალოდ, ვიცხოვროთ...

07 Aug 2017 13:44

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


_გარეთ, ნამდვილ საქართველოში ათასობით ადამიანი შიმშილობს. მათი 100%-ი არაა სოციალურ ქსელში. ამ ხალხს მივხედოთ და ერთმანეთის კბენა-ღრენას დავანებოთ თავი"...

მარტო სოციალური ქსელის მიხედვით რომ ფასდებოდეს ჩვენი საზოგადოების ბუნება, ვიტყოდი, რომ ჩვენი მთავარი სენი, მთავარი პრობლემა უკიდეგანო შური და სიბოროტეა. კიდევ კარგი, რომ არსებობს რეალური სამყარო ამ ვირტუალური, სოციალური ქსელების მიღმა, თორემ წარმოდგენას საბოლოოდ დავკარგავდით ერთმანეთზე. ჩვენ სინამდვილეში ზნეობით, წესიერებით ცნობილი ერი ვართ, მაგრამ ამდენი ბოროტი, ამდენი ღვარძლიანი, ამდენი ყველაფრისმკადრებელი "ბლოგერი", თუ "ფეიკი" კიდევ რომელი ქვეყნის სოცქსელს ჰყავს? ზოგს ცოცხალი კაცის გარდაცვალებაზე შეთხზული პოსტი ახარებს, ზოგი უკვე გარდაცვლილს აფურთხებს, ზოგი საპირფარეშოდან კბენს არასასურველ ადამიანს, ზოგი ყველას დასცინის, ზოგი ყველას უწუნებს ზნეობას, ზოგი ყველაზე კრისტალურია და მარტო თავისი ოჯახი და სამეგობრო ჰგონია უმანკო, დანარჩენს... მიწასთან გაასწორებს და დამარხავს. მოკლედ, ქართული სოციალური სივრცე ერთ დიდ ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა. ნუ ვტკენთ ერთმანეთს გულს, უბრალოდ, ვიცხოვროთ... ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ... ამ ქვეყნისთვის ვიღვაწოთ, როგორც შეგვიძლია...თორემ გარეთ, ნამდვილ საქართველოში ათასობით ადამიანი შიმშილობს. მათი 100%-ი არაა სოციალურ ქსელში. ამ ხალხს დავეხმაროთ და ერთმანეთის კბენა-ღრენას დავანებოთ თავი.


კომენტარები:

ფართი შოპი