დონალდ ტრამპმა პანდემიის დასრულების დრო დაასახელა

17 Mar 2020 03:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის პანდემია ივლის-აგვისტომდე გაგრძელდეს.

 

„ჩემი აზრით, თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, ხალხი ამბობს ივლისიში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივლის-აგვისტოს…“ – ამ განმარტებით პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – როდის დასრულდება პანდემია და დაუბრუნდება ხალხი ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

 

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში ინფიცირების 170 ათასი შემთხვევა და 6.5 ათასი მსხვერპლია დაფიქსირებული.


კომენტარები:

ფართი შოპი