"სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა აჰყვა ამ პანიკას, ეს სასაცილო ვირუსი სალაპარაკოდაც არ ღირს..“- ლალი მოტოშკინა

15 Mar 2020 13:28

ძალიან კარგიპანდემია რომ გამოცხადდა! ეს იმის გარანტიაარომ მაქსიმუმ 10 დღეში ყველაფერი დასრულდება!“ – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიად გამოცხადებას  სოციალურ ქსელში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებშიჟურნალისტი ლალი მოროშკინა. „პროგრესნიუსი“ დაინტერესდა რა აძლევს მას ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს და კომენტარისთვის დავუკავშირდით.


_ დავიწყებ იმით, რომ ახალ ვირუსთან დაკავშირებით, გაცილებით ბევრი და გაცილებით ადრე ვიცოდი. გენეტიკოსის შვილი ვარ და მშვენივრად ვიცი, რომ ასეთი თემები აუცილებლად არის პოლიტიკასთან გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ დავიწყე წიგნის წერა, რომელიც უკვე დავასრულე და სამშაბათს „ბიბლუსის“ ქსელში გავრცელდება.


_ წიგნი კორონავირუსზეა?


_  წიგნში, რომელსაც ქვია„სამი დღე ვაქცინამდე“ საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში დაწყებულია ძალთა ახალი გადანაწილება და ამ ფონზე საჭირო გახდა ისეთი სტრესული ვითარების შექმნა, როგორიც ზესახელმწიფოების ინტერესებში შედის. ქვეყნებს, რომლებიც ზესახელმწიფოებს ამ ბრძოლაში ხელს შეუშლიდნენ,  თავად შეექმნებოდათ პრობლემები. რუკაზე ძალიან მარტივად სანახავია, რეალურად, საიდან დაიწყო ვირუსის კერების შექმნა, სად გავრცელდა ყველაზე მეტად და სად არ გავრცელდა, მაგალითად, თურქეთში. წინასწარმეტყველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლოგიკური აზროვნებაც საკმარისია, რომ ზესახელმწიფოების ინტერესებს და მიზნებს ჩაწვდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ინტერვიუში ვერ მოვყვები და მკითხველი თავად წაიკითხავს.


_ თუნდაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემა იყოს, ფაქტია, რომ  ვირუსით ადამიანები იღუპებიან.


_. კორონავირუსი 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამ გრიპს არ ახასიათებს აგრესიული ფორმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის გაცილებით მარტივი ვირუსია ღორისა და ფრინველის გრიპებთან შედარებით და ძალიან მარტივად იკურნება. ჩვენ ვხედავთ  რომ ჩინეთში დავადება თითქმის აღმოიფხვრა და ვიეტნამი სრულად გამოჯანმრთელდა. თუნდაც ევროპა.. მე ნათესავები მყავს საფრანგეთში და ვიცი, რომ ამ ქვეყანაში საერთოდ არ არის პანიკა.


_ იტალია?


_ რაც იტალიაში ხდება, ეს უფრო პოლიტიკურია. ამ ქვეყანამ ღიად განაცხადა გარკვეული პროექტების მხარდაჭერის შესახებ, რაც სხვა ზესახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. მოკლედ, ეს სხვა, დიდი საუბრის თემაა, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ რეალურად არაფერი არ ხდება. იმისთვის, რომ ისტერია კიდევ გააგრძელონ და გააბუქონ, ამბობენ, რომ ვირუსს ზაფხულის სიცხეებიც ვერ მოერევა.  წარმოიდგინეთ, პანდემიის დროს ინდოეთი, რომელიც ყველაზე ჭუჭყიან ქვეყანად ითვლება, საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს და ამ დროს, ინდოეთში არაფერიც არ ხდება. პაკისტანშიც თითო ოროლა შემთხვევაა ისიც იმიტომ, რომ ამ ინფექციაზე შემოწმდა. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს ვირუსი დეკემბერშიც იყო.
გაიხსენეთ, მთელი საქართველო გრიპით იყო ავად და გამორჩეული სიმპტომები ჰქონდა. ზუსტად ეს იყო კორონავირუსი. უბრალოდ, მაშინ ლაბორატორიული დადასტურება არ ხდებოდა. გამოდის, რომ ვიღაცას დასჭირდა, რომ სწორედ ახლა გამხდარიყო პანიკის საფუძველი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა აჰყვა ამ პანიკას. მესმის, რომ ჩვენ მიბმულები ვართ მსოფლიო პოლიტიკაზე და ამ ვირუსთან დაკავშირებით, სერიოზული ფინანსური ტრანშები წამოვა, მაგრამ მეორე მხრივ, პანიკამ ძალიან მძიმედ იმოქმედა მცირე ბიზნესზე, ტურიზმზე და ა.შ. ცხადია, როცა დიდი პოლიტიკური თამაშია, პატარა მოთამაშეებს ანგარიშს არავინ უწევს.


_ სოციალურ ქსელში წერდით, რომ ვირუსთან დაკავშირებული ამბები მალე დასრულდება. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?


_ რა თქმა უნდა, ეს მალე დასრულდება და ყველა დავინახავთ, რომ ორი დიდი მოთამაშე მსოფლიო რუკაზე რაღაც-რაღაცეებს გადაინაწილებს. გადანაწილებაში ტერიტორიებს არ ვგულისხმობ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში უფრო სხვა თემებზე მიდის დაპირისპირება: ეს არის ნავთობი, სხვა რესურსები და ფინანსური თემები.


_ და ამას ადამიანები ეწირებიან?


_ სტატისტიკა მოწმობს, რომ ადამიანები ჩვეულებრივ, გართულებულ  გრიპსაც ეწირებიან. ტრამპმა, რომელიც მიხვდა, რომ ეს თამაში უნდა დაასრულოს, ტვიტერზე დაწერა: „გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპისგან 37 000 ამერიკელი გარდაიცვალა. ჩვეულებრივი გრიპისგან წელიწაში საშუალოდ, 27.000-დან 70.000-მდე ადამიანი იღუპება. თუმცა, არაფერი იხურება, ცხოვრება და ეკონომიკა ჩვეულებრივ გრძელდება. ახლა კორონავირუსით ინფიცირების 546 შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, აქედან 22 გარდაიცვალა. დაფიქრდით ამაზე!“.


_ ამერიკის პრეზიდენტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსით გარდაცვალების 3.4% -იანი მაჩვენებელიც გაზვიადებულად ეჩვენება და ფიქრობს, რომ რეალურად ეს მაჩვენებელი 1%-მდეა.


_ დიახ, ასეა. ნახეთ ყოველდღე, თუნდაც საქართველოში რამდენი ადამიანი იღუპება ლეიკემიით, სიმსივნური დაავადებებით და ა.შ. და მიხვდებით, რომ ამ ვირუსს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამისთვის ყურადღება არ უნდა მიგვექცია, როგორც  არ მიაქცია  თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. ყველა ამ ქვეყანაში არის ტუერისტული ნაკადი და მარტო ჩვენ დავზარალდით. ყურადღების არმიქცევაში არ ვგულისხმობ, რომ არ უნდა ვიმკურნალოთ, მაგრამ ის, რომ ყველაფერი დავკეტოთ და გავაუქმოთ, არასწორი მგონია.  სამი დღის წინ, მაია ბარათაშვილის კონცერტზე 2500 კაცი იყო და არც ერთს ჩივილი არ ჰქონია. შესაბამისად, მასიური თავშეყრის ადგილები საშიში არ ყოფილა ხომ? კი ბატონო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ინფიცირება, მაგრამ ამბის ისე გაბუქება, როგორც ჟურნალისტები პირველივე დღიდან აკეთებენ,  არის კატასტროფა. შეგახსენებთ, რომ ჯექსონმა ასეთი შიშების გამო ბაროკამერაში გამოიმწყვდია თავი და ძალიან მალე გარდაიცვალა. კარგი იქნება, თუ მთელი ერი ამას არ დავიმართებთ, თორემ მივიღებთ იმას, რომ ლარი 5-მდე დაეცემა და მერე შიმშილის ზღვარზე მისულებს და მორალურად დაშლილებს, აგრესიული მეზობლები რასაც უნდათ, იმას გაგვაკეთებინებენ.
და ბოლოს, ქვეყანა, რომელიც მარხვის დროს, სოიოსა და შოკოლადისგან დამზადებულ ნამცხვრებს მიირთმევს, რეალურად მორწმუნე არაა, თორემ დღეს იმ ადგილზე, საიდანაც გესაუბრებით, მომლოცველების რიგი უნდა იდგეს. ახლა ბოდბეში ვარ, წმინდა ნინოს სახელობის მონასტრთან, რომლის სასწაულმოქმედ და  სამკურნალო  წყარო უამრავი დაავადებისგან კურნავს.  ეს წყალი არის ანტისეპტიკი და ძალიან ბევრი სნეულების გამკურნებელი და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, მაშინ აქ მომლოცველების რიგები უნდა იდგეს. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ასჯერ და ათასჯერ მეტი განსაცდელი გადაუტანია და ათასჯერ მეტი გადაუტანია და ეს სასაცილო ვირუსი სალაპარაკოდაც არ ღირს...


„პროგრესნიუსი“


კომენტარები:

ფართი შოპი