"ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, არის ტყუილი და ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა"

11 Mar 2020 22:10

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"მეგობრებო, არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.


რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).


აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ... სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.


მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!"- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი