"მეცინება პოლიტიკოსებზე" - ტარიელ კაკაბაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

05 Aug 2017 23:20

ტარიელ კაკაბაძე არის ადვოკატი და გახლავთ იმერეთის მხარიდან;



მაღიზიანებს - სილაჩრე;

ვგრძნობ - ბევრ რამეს;

მეშინია - არაფრის;

ვიცი - რომ ბევრ ადამიანს უნდა დავეხმარო;

არ ვიცი - ბევრი რამ;

შემიძლია - ვაჯობო საკუთარ თავს;

არ შემიძლია - ყველაფერი;

ვმეგობრობ - ღირსეულ ადამიანებთან;

ვაპატიებ - შეცდომას და არა ღალატს;

ვტირი - არასოდეს;

ვიცინი - მეცინება პოლიტიკოსებზე;

ვეძებ - პრობლემების გადაჭრის გზებს, სრულყოფილებას;

ღირსი ვარ - იმის, ვინც ვარ და რაც მაქვს;

ვჩხუბობ - ვჩხუბობ და ვიბრძვი გონებით;

ვკარგავ - უპრინციპო ადამიანებს;

მშურს - არაფრის, არავის;

ვემალები - არაფერს;

ვემტერები - უსამართლობას;

მაინტერესებს - სიმართლე;

არ მაინტერესებს - უნიჭობა

მახსოვს - დაჩაგრული ადამიანები;

მრცხვენია - როცა ვხედავ რომ სხვა ჩემზე ცუდად ცხოვრობს;

უარვყოფ - ლაჩარ ადამიანებს;

ვავადმყოფობ - ძალიან იშვიათად;

ვმალავ - არაფერს;

ვინახავ - კარგად ვინახავ საიდუმლოს;

მწამს - ვინც იბრძვის ის იმარჯვებს;

მიკვირს - თითქმის არაფერი;

მიხარია - როდესაც წარმატებულ, ბედნიერ ადამიანებს ვხედავ;

ვჭორაობ - არ ვჭორაობ;

ვდარდობ - თუ უჭირს და ვერ ვშველი;

ვამაყობ - ჩემი ქვეყნით, ჩემი ხალხით;

ვაკეთებ - საყვარელ საქმეს;

ვეფერები - საყვარელ ადამიანს;

მსიამოვნებს - მიზნისკენ სწრაფვა;

მესიზმრება - სიზმრებს არ ვნახულობ;

ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს;

ვეწევი - არ ვეწევი ;

მწყინს - უპრინციპობა;

ვხარჯავ - ენერგიას;

ვღალატობ - არასდროს ვღალატობ;

ვკამათობ - ხშირად;

ვუხეშობ - როცა მართალს უხეშად ჩაგრავენ;

ვუსმენ - ადამიანებს, მუსიკას;

ვყოყმანობ - სანამ ბოლომდე დავრწმუნდები;

ვკითხულობ - ძალიან ბევრს;

ვამზადებ - საკუთარ თავს;

ვუყურებ - ცხოვრებას;

ვკლავ - უიმედობას;

ვაფუჭებ - ყველაფერ ცუდს;

ვცხოვრობ - აქტიური ცხოვრებით;

ვცემ - პასუხს მნიშვნელოვან კითხვებს;

ვყვირი -  ალბათ იშვიათად;

ვმღერი - როცა არავინ ისმენს; )))

ვასრულებ - ურთიერთობას უარყოფით ადამიანებთან;

დავდივარ - მიზანდასახულად;

ვმკურნალობ - „ვმკურნალობ“ პრობლემებს;

ვერიდები - დროის ფლანგვას, ტემპის კარგვას;

ვთამაშობ - ჭადრაკს;

ვიტყუები - თუ კეთილ საქმეს წაადგება;

ვეთაყვანები - სამშობლოს;     

ვგიჟდები – სიცოცხლეზე;

მიყვარს - ადამიანები;

ვოცნებობ - არ ვოცნებობ;

ვფიქრობ - ბევრს, უსასრულოდ;

მძულს - უსამართლობა, ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა, უუნარობა და ა.შ.

ვნანობ - შეცდომებს;

კმაყოფილი ვარ - მეგობრებით;

მენატრება - ყველა ვინც მიყვარს;

მსურს - ბევრი რამ;

ვაგროვებ - პოზიტივს, გამოცდილებას, გამართლებულ განაჩენებს; )))

ვიხდი - ფულს;

ვეჭვიანობ - იშვიათად;

ვკაიფობ“ - ცხოვრებით;

ვიზიდავ - ადამიანებს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა ვჭირდები; ))

ვალამაზებ -  იდეებს;


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი