გიორგი ვაშაძე: ადეიშვილი და სააკაშვილი, როგორც სჩანს დამნაშავეები იყვნენ, ქვეყნიდან რომ გაიქცნენ!

05 Aug 2017 18:37

"რასაც ვაკეთებდი და რაშიც ვიყავი ჩართული ყველაფერში ვიზიარებ პასუხისმგებლობას. 300 მილიონზე მეტი მაქვს დახარჯული იუსტიციის სახლებში. ეს ფულია, რომელიც შევარდნაძის დროს კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდა. მე ეს ფული ჩავდე იუსტიციის სახლების მშენებლობაში. წადი ახლა, ყველა დოკუმენტი შეამოწმე, ყველა კაპიკი შეამოწმე, თუ ერთს მაინც ნახავ ჩემს შეჭმულს, მზად ვარ, ხვალვე ჩავჯდე ციხეში",- ასე მიმართა "ახალი საქართველოს" დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან", ჯაბა ჯიშკარიანს. 

მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომელსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი დღეს ქვეყნიდან არიან წასულები, თავად კი აქ არის, რადგან მასზე არანაირი ბრალდება არ არის. 

"აღძარით საქმე, თუ რამე გაქვთ ჩემზე. ვერაფერს იზამთ. ვერაფერს დამიშავებ. ვერც ერთ საქმეს ვერ აღძრავ იმიტომ, რომ მე დღეს ვერ გაგაკრიტიკებდი სუფთად რომ არ მემუშავა. მე იუსტიციის სახლებში დავხარჯე დაახლოებით 300 მილიონი და თქვენგან განსხვავებით ჯიბეში კაპიკი არ ჩამიდია. სწორედ აქედან გამომდინარე დღეს ჩემს ორგანიზაციას მსოფლიოს 5 ქვეყანაში აქვს ოფისი გახსნილი. მილიონები გვაქვს შემოსავალი, რომ იცოდეთ. წადი და დაიჭირე, ვინც გინდა, ჩემს სახელს ნუ შეეხები. სხვაში არ შეგეშალო. გიგი უგულავაში და სხვაში არ შეგეშალო. მე შენ პასუხისგებაში ვერ მიმცემ იმიტომ, რომ ასობით მილიონი მაქვს დახარჯული, საიდანაც არც ერთი კაპიკი არ მაქვს შეჭმული. მიდი, თუ მაგარი ხარ აღძარი საქმე ჩემზე. ვერაფერს იპოვნი. 

ადეიშვილს ადეიშვილის მოკითხე, სააკაშვილს სააკაშვილის. მათგან განსხვავებით ქვეყნიდან იცი რატომ არ გავრბივარ? ისინი გაიქცნენ, როგორც სჩანს დამნაშავეები იყვნენ. მე მათაგნ განსხვავებით ამ ქვეყანაში ვარ იმიტომ, რომ არც ერთი დანაშაული არ მაქცს ჩადენილი. არ მეშინია არც ერთი ადამიანის",- განაცხადა ვაშაძემ. 


"აიპრესი"


კომენტარები:

ფართი შოპი