შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე... - "თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარობის 7 კანდიდატის ვინაობა ცნობილია"

26 Feb 2020 01:45

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდა.


ტელეკომპანიის ინფორმაციით,  2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს შორის შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი  იქნებიან.


სავარაუდო კანდიდატთა ნაწილი „მთავართან“ ადასტურებს რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, შეთანხმდა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე, ხოლო ისინი აპირებენ არჩევნებში თავიანთი კანდიდატების დაყენებას, თუმცა ზუსტად არ ასახელებენ იმ ოლქებს, სადაც კენჭს იყრიან, იქნება ეს თბილისი თუ საქართველოს სხვა რეგიონები.


„მე მაგალითად 5 ოლქზე მაქვს ფიქრები, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ეს უნდა მივიღოთ საერთო კონსესუსით, თუკი ოპოზიციას ეყოლება ძლიერი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში მაგალითად, მე იქ კენჭს არ ვიყრი“, – ამბობს ნიკა მელია „მთავართან“.

 


კომენტარები:

ფართი შოპი