კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

22 Feb 2020 13:10

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ. დღევანდელი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, განრიდებისა და მედიაციის, აგრეთვე, სასამართლო ხელისუფლების, შს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები.


მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.


ღონისძიება ევროკავშირის პროექტ „EU4JUSTICE“-ს ფინანსური მხარდამჭერით გაიმართა.


კომენტარები:

ფართი შოპი