თემურ შაშიაშვილი: შევარდნაძის კატასტროფა იყო „ნაციონალების“ მისვლა პოლიტიკაში, „ნაციონალების“ კატასტროფა კი ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში

21 Feb 2020 14:23

„თეთრების“  ლიდერი  თემურ შაშიაშვილი ხელოვნული პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების  მიმართ თავის ნეგატიურადაა განწყობილი.  


მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ წინააღმდეგ დაამხო გამსახურდია, ამან დაასამარა  შევარდნაძე, ასეთმა ერთიანობამ ქვეყნიდან განდევნა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ეხლა კი ყველა ერთად დაჯდა ივანიშვილის წინააღმდეგ...


„პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი. შეიძლება ორი პარტიის შეერთებამ  ორივე   გაანულოს. მართალია, დღევანდელი ერთობა არ არის საარჩევნო ბლოკი, მაინც მე მკლავს ფორმულა „ყველა ერთის წინააღმდეგ“.   ივანიშვილი რომ ყოფილიყო დიდი ფიგურა, კიდევ მოვუნახავდი ამ გაერთიანებას გამართლებას, მაგრამ ის პოლიტიკაში სრული გაუგებრობაა! საერთოდ, მიმაჩნია, რომ შევარდნაძის კატასტროფა იყო „ნაციონალების“ მისვლა პოლიტიკაში, „ნაციონალების“ კატასტროფა კი ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. მე ზოგადად პატარკაციშვილის მიმართ ლოიალურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მისთვის არაერთხელ მირჩევია, არ   მოსულიყო პოილიტიკაში. რადგან მიმაჩნდა რომ მისთვის და საქართველოსთვისაც საბედისწერო იქნებოდა მისი პოლიტიკაში მოსვლა. იგივეს ვიტყოდი ივანიშვილთან მიმართებაში. გამოსავალი ერთია, პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს გონება! საქართველოში 30 წელია, ქუჩა და ემოცია მართავს ქვეყანას. ეს კი აწყობთ ბიზნესმენთა 90 პროცენტს,  ვინც არეულობით სარგებლობს და  დიდ ფულს შოულობს. დაწყნარებულ დამშვიდებულ ქვეყანაში მათთვის გაცილებით ძნელი იქნებოდა ფულის შოვნა...“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.


კომენტარები:

ფართი შოპი