"მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო"- ირაკლი ღარიბაშვილი

20 Feb 2020 15:56

„არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ. აღნიშნული კომენტარი მან ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.


კომენტარები:

ფართი შოპი