რატი იონათამიშვილი: „პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან“ მოლაპარაკების გზით დასრულდა“

19 Feb 2020 17:39

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა შეაფასა, რომელიც „სითი პარკთან“ მოქალაქეების დაგროვილ ჯარიმებისა და საურავების ამნისტიას შეეხება.

 

„პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან“ მოლაპარაკების გზით დასრულდა. ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ოპონენტების უსამართლო კრიტიკა თბილისის მერიისა და „სითი პარკს“ შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. მათთვის აშკარად მძიმე მოსასმენი იქნებოდა თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა და კახა კალაძის ინიციატივა „სითი პარკთან“ მოქალაქეების დაგროვილი ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის შესახებ, რომელსაც პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში, იყო უსამართლო და ლახავდა ადამიანის უფლებებს. მე მახსოვს, ისეთი შემთხვევაც, როცა შშმ პირი დააჯარიმეს შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირებისთვის, როდესაც მის ავტომობილს სპეციალური საცნობი ნიშანი ქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან შეისყიდა ყველა ის მატერიალური აქტივი, რაც საჭიროა პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


კომენტარები:

ფართი შოპი