როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია

18 Feb 2020 02:22

თით­ქმის 10 წე­ლია, მთე­ლი ოჯა­ხით გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და იე­ნას, ბამ­ბერ­გის და მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ხუ­ბუა იუ­რის­ტია, სა­მარ­თლის ფი­ლო­სო­ფო­სი, ათე­უ­ლო­ბით სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის და მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი. 2006-2010 წლებ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გახ­ლდათ, დღეს კი ბერ­ლი­ნის Steinbeis University-ის რექ­ტო­რია (უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი).

რო­გორ გახ­და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი გერ­მა­ნი­ის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორ ცხოვ­რობს უცხო ქვე­ყა­ნა­ში და რას ფიქ­რობს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე - გია ხუ­ბუა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა AMBEBI.GE-ს:



"ბერ­ლი­ნის შტა­ინ­ბა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტად 2018 წელს ამირ­ჩი­ეს. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ღია კონ­კურ­სი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 40-მდე კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შერ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი გახ­ლდათ. სა­წყის ეტაპ­ზე კო­მი­სი­ამ 5 კან­დი­და­ტი შე­არ­ჩია, მათ­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის სე­ნატ­მა და შტა­ინ­ბა­ი­სის ფონ­დის გამ­გე­ო­ბამ, ჩემს კან­დი­და­ტუ­რას და­უ­ჭი­რა მხა­რი.


რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ორ­მაგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც ვგრძნობ. მინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­მარ­თლო გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის ნდო­ბა და ცხა­დია, რო­გორც ქარ­თველს, მუდ­მი­ვად მახ­სოვს, რომ ამ პოსტზე სა­ქარ­თვე­ლოც ღირ­სე­უ­ლად უნდა წარ­მო­ვად­გი­ნო.


- უცხო­ე­ლის­თვის, უცხო ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვა რთუ­ლი არ არის?


- თით­ქმის 25 წე­ლია, გერ­მა­ნულ აკა­დე­მი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი მაქვს. ამი­ტომ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­თვის უცხო არ არის. თუ შე­ვა­და­რებ თსუ-ს რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდს, ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვა.


გარ­და იმი­სა, რომ აქ ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მარ­თვის სტრუქ­ტუ­რე­ბია, ბევრ რა­მეს აად­ვი­ლებს შრო­მის გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რაც. გერ­მა­ნი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ცუ­ლი ხარ ყო­ველ­გვა­რი გა­რე­შე, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი, კო­ნი­უნ­ქტუ­რის გავ­ლე­ნე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო სტა­ბი­ლუ­რად გრძნობ თავს. შე­გიძ­ლია უფრო თა­მა­მად და­გეგ­მო მო­მა­ვა­ლი, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რაც.


სირ­თუ­ლე­ე­ბიც მსგავ­სია. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვერ იტანს იერ­არ­ქი­უ­ლი მარ­თვის სტილს - აქ ყვე­ლამ უნდა იგ­რძნოს, რომ ჩარ­თუ­ლია მარ­თვის პრო­ცეს­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ისე უნდა მარ­თო, "სხვებ­მა" არ იგ­რძნონ, რომ მარ­თავ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა ერ­თგვა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ქა­ო­სის დაშ­ვე­ბა, ან პრო­ვო­ცი­რე­ბა. მარ­თვის ამო­ცა­ნა უნდა იყოს, რომ ამ "ქა­ო­სი­დან" მოხ­დეს სა­უ­კე­თე­სო იდე­ე­ბის კრის­ტა­ლი­ზა­ცია.


სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გენ­დო­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც გა­ღი­ა­რებს. ეს აღი­ა­რე­ბა კი მო­დის "ქვე­ვი­დან". უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბა ვერ ქმნის ავ­ტო­რი­ტეტს.


- სა­ინ­ტე­რე­სოა, გერ­მა­ნუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­და­რე­ბა ქარ­თულ­თან - რით გან­სხვავ­დე­ბა და რაში ჰგავს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს?


- აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც წესი, ბევ­რი სა­ერ­თო, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნი­შა­ნი ახა­სი­ა­თებს. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. თი­თო­ე­ულ პრო­ფე­სორს, შე­სა­ბა­მი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბიც აქვს და აღი­ა­რე­ბას ეს­წრაფ­ვის.


გერ­მა­ნულ და ქარ­თულ პრო­ფე­სუ­რას შო­რის არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბას ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უწყვე­ტად ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ XI სა­უ­კუ­ნი­დან დღემ­დე. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა არ ჰქო­ნია. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბი­დან უკვე მე­სა­მე წელს მო­წყვი­ტეს გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პულ ორ­ბი­ტას და ევ­რო­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცია, არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი.


გერ­მა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის სტა­ტუ­სი. გერ­მა­ნუ­ლი პრო­ფე­სუ­რა სო­ცი­ა­ლუ­რად უფრო აქ­ტი­უ­რია და ინ­ტენ­სი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დის­კურ­სში. სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უფრო მეტ ან­გა­რიშს უწევს პრო­ფე­სუ­რის მო­საზ­რე­ბებს.


- შტა­ინ­ბა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით… რო­გო­რია სტუ­დენ­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ…


- ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ატა­რებს შტა­ინ­ბა­ი­სის სა­ხელს, ის XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში იყო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი. შტა­ინ­ბა­ის­მა ხელი შე­უ­წყო ისე­თი ინ­დუსტრი­უ­ლი გი­გან­ტე­ბის და­ფუძ­ნე­ბას, რო­გო­რი­ცაა Bosch და Daimler. სწო­რედ შტა­ინ­ბა­ის­მა შე­მო­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბის ე.წ. დუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის მჭიდ­რო კავ­შირს ეფუძ­ნე­ბა.


რაც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, ეს არის სწავ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დი, ე.წ. პრო­ექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია.


ჩვენ­თან თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­რი­ცხვი­დან­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ფირ­მა­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ცოდ­ნის ტრანსფერ­ზე და სტუ­დენ­ტე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.


გერ­მა­ნი­ა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა მხო­ლოდ 0,3% აფუძ­ნებს სა­კუ­თარ ფირ­მას, მა­შინ რო­დე­საც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეს ციფ­რი 7%-ზე მე­ტია. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძი­რი­თა­დი პრო­ფი­ლია ინო­ვა­ცი­ე­ბი და მე­ნე­ჯმენ­ტი. გვაქვს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტიც.


- თსუ-ს რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ გეხ­მა­რე­ბათ გერ­მა­ნი­ა­ში იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საქ­მი­ა­ნო­ბი­სას?


- თსუ-ს რექ­ტო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა­სა და მეხ­მა­რე­ბა მუ­შა­ო­ბა­შიც. საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია თსუ-ს რექ­ტო­რო­ბა, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მა. არის ბევ­რი რამ, რა­საც წიგ­ნებ­ში ვერ ამო­ი­კი­თხავ და რაც მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­აქვს.


მარ­თვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. სხვა­ნა­ი­რად, ნე­ბის­მი­ე­რი მარ­თვის მო­დე­ლი გან­წი­რუ­ლია „დამ­ბლი­სათ­ვის“. მარ­თვა არ არ­სე­ბობს რის­კის გა­რე­შეც. შეც­დო­მე­ბი­სა­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. მთა­ვა­რია, არ და­უშ­ვა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა.


თსუ-ში მოგ­ვი­წია რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ. გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ასე­თი გარ­დაქ­მნე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა. რო­გორც იტყვი­ან, უფსკრულს ვერ გა­და­ა­ბი­ჯებ - უფსკრულს უნდა გა­და­ახ­ტე. თუმ­ცა, ასე­თი მტკივ­ნე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დრო ცო­ტაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მან­და­ტიც დრო­ში ძა­ლი­ან ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია.


- დღეს რომ თბი­ლი­სის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი იყოთ, გერ­მა­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით რა რე­ფორ­მე­ბის გა­ა­ტა­რებ­დით?


- თსუ-ს, პირ­ველ რიგ­ში, ვუ­სურ­ვებ­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ პი­რო­ბას. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს ყო­ველ­გვა­რი, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის­გან.


მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი პრო­ფი­ლის გა­მოკ­ვე­თა - უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვერ იქ­ნე­ბა თა­ნაბ­რად ძლი­ე­რი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ უნდა მო­ვე­რი­დოთ პრო­ფე­სუ­რის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას. არ უნდა გვქონ­დეს იმის შიში, რომ კარ­გი პრო­ფე­სო­რი მო­ი­თხოვს მეტ რე­სურსს, მათ შო­რის, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის. არას­ტან­დარ­ტუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ფე­სუ­რა გარ­კვე­ულ პრი­ვი­ლე­გი­ებ­საც იმ­სა­ხუ­რებს.


უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბა ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო და კვლე­ვი­თი კლას­ტე­რე­ბის შექ­მნა­ზეც, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა დარ­გის პრო­ფე­სუ­რა.


უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ უნდა მო­ე­რი­დოს ექ­სპე­რი­მენ­ტებ­სა და უნდა იყოს უფრო რის­კი­ა­ნი. თსუ-ს ვუ­სურ­ვებ­დი, იყოს მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბის დი­ნა­მი­ურ პრო­ცეს­ში - ის, რაც არ იც­ვლე­ბა, უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.


- რო­გორც პე­და­გო­გის­თვის რა არის თქვენ­თვის სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მთა­ვა­რი?


- სტუ­დენ­ტი უნდა იყოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი და არა პა­სი­უ­რი „ობი­ექ­ტი“. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, სე­ლექ­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ერ და "და­ნარ­ჩენ" სტუ­დენ­ტებს შო­რის. თა­ნა­მედ­რო­ვე, „მა­სი­ურ“ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სო­რი იძუ­ლე­ბუ­ლია იყოს "მა­სა­ზე" ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მასა კი ყო­ველ­თვის სა­შუ­ა­ლოა. გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სტუ­დენ­ტი არ უნდა ჩა­ი­კარ­გოს მა­სა­ში...


სტუ­დენ­ტო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი ნა­წი­ლია. არ არ­სე­ბობს იმა­ზე უფრო დიდი პრი­ვი­ლე­გია, ვიდ­რე ემ­სა­ხუ­რო სტუ­დენ­ტო­ბას. ვფიქ­რობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სო­რის­თვის უმ­თავ­რე­სია სტუ­დენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და­ა­ფუძნოს.


- რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­დეს რე­ა­ლუ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს?


- პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა უნდა და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ბა­ღი­დან­ვე ბავ­შვებს ვას­წავ­ლოთ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, დიდი სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბიც!


ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ხელს უწყობს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ სწო­რედ ბავ­შვე­ბი სვა­მენ ყვე­ლა­ზე რთულ შე­კი­თხვებს. დი­დაქ­ტი­კის ძა­ლი­ან ცნო­ბილ გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორს ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა: თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რო­მელ ად­გილს მი­ა­ნი­ჭებ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბას. პა­სუ­ხი იყო, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­სა­მეა, ბა­ღი­სა და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის შემ­დეგ...


ყვე­ლა­ზე ცუდი სამ­სა­ხუ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა, გა­ვუ­წი­ოთ ახალ­გაზ­რდებს, ეს არის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის "ინფლა­ცია". შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან სწო­რედ ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მკაც­რად უდ­გე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტებს და სა­დაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა ქვო­ტა.


ახალ­გაზ­რდებს უნდა გა­დავ­ცეთ არა მხო­ლოდ ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში მო­ვამ­ზა­დოთ იმ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც მო­უ­წევთ საქ­მი­ა­ნო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ში ცოდ­ნა ძა­ლი­ან მალე „ძველ­დე­ბა“. მხო­ლოდ კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბის პი­როვ­ნე­ბას აქვს რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან სწრა­ფი ადაპ­ტი­რე­ბის უნა­რი.


ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა თან­და­თან ჩა­ვა­ნაც­ვლოთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი სის­ტე­მით.


- და­ბო­ლოს, რას მი­იჩ­ნევთ თქვენს მთა­ვარ მიღ­წე­ვად და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?


- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა - ჩემი ოჯა­ხია. 2010 წელს გერ­მა­ნი­ა­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით არ წა­მოვ­სულ­ვართ. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო ის პე­რი­ო­დი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, სრუ­ლი­ად უცხო სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, ენა თით­ქმის არ იცოდ­ნენ...



გია ხუ­ბუ­ას შვი­ლე­ბი - და­ვი­თი და გი­ორ­გი


ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი მხო­ლოდ ოჯა­ხურ­მა სო­ლი­და­რო­ბამ გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. ჩემი უფ­რო­სი ვაჟი გი­ორ­გი, სტარ­ტაპ-პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, ხოლო უმ­ცრო­სი, და­ვი­თი, Delloite-ის მი­უნ­ხე­ნის ოფის­ში მუ­შა­ობს. რა თქმა უნდა, მე­უღ­ლე - ნატო, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ამ "სამი კა­ცის" წარ­მა­ტე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში.



უმ­ცრო­სი გი­ორ­გი ხუ­ბუა


ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი უახ­ლო­ეს წლებ­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ას­თან და გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. მინ­და, გა­ვაგ­რძე­ლო გერ­მა­ნულ და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას შევ­ძლებთ.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი