საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ცოტნე ზურაბიანის ხელმძღვანელობით ვილნიუსში იმყოფება

14 Feb 2020 16:14

საქართველოს პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფი “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ეგიდით ვილნიუსში იმყოფება. დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე, ცოტნე ზურაბიანი ხელმძღვანელობს.


ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს:


ვილნიუსის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან;

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან;

ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორთან;

ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს "ყალბი ამბების" გამოყენების წინააღმდეგ და ა.შ.


ვიზიტი 12 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდება.




კომენტარები:

ფართი შოპი