"ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის არანაირი მზაობა არ არსებობს"- თამარ ჩუგოშვილი

13 Feb 2020 15:53

ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის არანაირი მზაობა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, ყველა ნიშნანია იმის, რომ ხელისუფლება არ აპირებს რეალურად რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.


„უგულავასთან დაკავშირებული მოვლენებიც, ჩემი აზრით, სწორედ ამას მოწმობს. პრინციპში, ალბათ უკვე გვაქვს ის რეალობა, რომ არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი სისტემით, 73/77. რაც შეეხება 100/50-ის შემოთავაზებას, ეს არის ძალიან მცირედი კომპრომისი. ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ერთჯერადად და თუ ამ ნორმის მოქმედება არ გასცდება 2020 წლის არჩევნებს. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებამ სხვა ვერსია შემოგვთავაზა და შემოგვთავაზა ის, რომ 2024 წლამდე მოქმედებდეს 100/50-ზე, რაც ჩემი აზრით გაუარესება იქნება იმ ჩანაწერისა, რაც კონსტიუციაში გვაქვს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი