შს მინისტრმა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

სამართალი 13 Feb 2020 15:31

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის

სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს

შეხვდა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის

სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ვახტანგ გომელაურმა

ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის

გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე

შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული

მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.


შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული

თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების

კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


კომენტარები:

ფართი შოპი