მუხრან ბურჭულაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

05 Aug 2017 00:47

მუხრან ბურჭულაძე არის "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი და გახლავთ გურიის მხარიდან:


მაღიზიანებს - ადამიანების სისუსტე;

ვგრძნობ - ძალას და შესაძლებლობებს;

მეშინია - უმოქმედობის;

ვიცი - გავიმარჯვებთ;

არ ვიცი - რატომ ცრუობენ;

შემიძლია - მიტევება;

არ შემიძლია - ღალატი;

ვმეგობრობ - ადამიანებთან;

ვაპატიებ - სინანულის გამო;

ვტირი - არასდროს;

ვიცინი - როდესაც სხვებსაც ეცინებათ;

ვეძებ - გადასაჭრელ პრობლემებს;

ღირსი ვარ - თავისუფლების;

ვჩხუბობ - მშვიდად;

ვკარგავ - ახლობლებთან ურთიერთობის დროს;

მშურს - აღმაშენებლის;

ვემალები - ფარისევლებს;

ვემტერები - მტერს;

მაინტერესებს - იარსებებს თუ არა 2317 წელს საზღვრები;

არ მაინტერესებს - რეკლამა;

მახსოვს - ვალდებულებები ქვეყნისა და ხალხის წინაშე;

მრცხვენია - შექების;

უარვყოფ - ძალადობას;

ვავადმყოფობ - ნოსტალგიით ქვეყნის გარეთ;

ვმალავ - ტკივილს;

ვინახავ - მოგონებებს;

მწამს - თავისუფლება;

მიკვირს - მხდალების;

მიხარია - სხვისი სიხარული;

ვჭორაობ - არა, უფრო ვამხელ;

ვდარდობ - სხვებზე;

ვამაყობ - წარსულით;

ვაკეთებ - ყველაფერს;

ვეფერები - ყველას;

მსიამოვნებს - ბრძოლა;

მესიზმრება - მომავალი;

ვეხმარები - მებრძოლებს;

ვეწევი - თუ მეწევა, საკითხავი აი ეს არის; :)

მწყინს - და ვატარებ;

ვხარჯავ - ენერგიას;

ვღალატობ - არავის;

ვკამათობ - ხშირად;

ვუხეშობ - იგნორით;

ვუსმენ - მას ვინც შეძლო;

ვყოყმანობ - მცირედ;

ვკითხულობ - საკვებად;

ვამზადებ - დიდ გეგმებს;

ვუყურებ - მომავალს;

ვკლავ - ჩემს აწმყოს;

ვაფუჭებ - მტრის საქმეს;

ვცხოვრობ - მართლად;

ვცემ - პატივს პატივსადებთ;

ვყვირი - ვიბრძოლოთ;

ვმღერი - როდესაც მემღერება ანუ იშვიათად;

ვასრულებ - ვიწყებ, ეს ჩემი სტიქიაა;

დავდივარ - ბევრს;

ვმკურნალობ - ნუგეშით;

ვერიდები - მერყევებს;

ვთამაშობ - დიდ თამაშს;

ვიტყუები - არა;

ვეთაყვანები - ჩემს ერს;

ვგიჟდები – არაფერზე;

მიყვარს - რბოლა და ვგავარ მანქანას, რომლის საქმეც მხოლოდ წინსვლაავ

ვოცნებობ - მომღიმარ თანამემამულეებზე;

ვფიქრობ - ქვეყნის გამთლიანებაზე;

მძულს - სიძულვილი;

ვნანობ - დაკარგულ დროს;

კმაყოფილი ვარ - თუ სხვებიც ამავეს განიცდიან;

მენატრება - ქართული ვაშა!;

მსურს - გამარჯვება;

ვაგროვებ - გამოცდილებას;

ვიხდი - გაცილებით მეტს ვიდრე რომელიმე ოლიგარქი - საკუთარ ცხოვრებას;

ვეჭვიანობ - თუ „დიდ ქვეყნებთან“ ჩემ ქვეყანას არ ახსენებენ - ის ხომ ყველაზე დიდია;

ვკაიფობ“ - პრობლემების გადაჭრით;

ვიზიდავ - ყველაზე მაგარ ქალს - ჩემი შვილების დედას;

ვალამაზებ - ალბათ სამყაროს თქვენთან ერთად.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: კახაბერ ხუროშვილი

კომენტარები:

ფართი შოპი