ნიკა გორდეზიანის კიდევ ერთი წარმატება

მსახიობს ნიკა გორდეზიანს, რომლის წარმატებების შესახებ ინფორმაციას ჩვენი სააგენტო ხშირად ეხმიანება. ქართულ თეატრებსა და ეკრანებზე შესრულებული სხვადასხვა როლების მიუხედავად მან მაყურებელს თავი განსაკუთრებულად  სერიალ “ჩვენ გვერდით”-ში შესრულებული ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი- “იკა”-თი დაამახსოვრა.


2018 წელს საინტერესო პროექტების განხორციელების შემდეგ გვსურს მსახიობის ახალ წარმატებაზე შეგატყობინოთ.



ალბათ ქალაქში შეამჩნევდით რომ ბოლო 2 თვეა აქაიქ გადაღებები მიმდინარეობს, ძირითადად აზიური ჯგუფი მუშაობს და თითქმის ყველგან გხვდება რაღაც ტერიტორია გადაკეტილი. თბილისის მოქალაქეებსაც  რათქმაუნდა აინტერესებთ რა ხდება?


ქართული პროდაქშენი სარკე ჩინურ კომპანიასთან კოპროდუქციით, ჩინურ ტელესერიალზე მუშაობს. როგორც კომპანიამ განაცხადა ინფორმაცია სერიალის შესახებ კონფიდენციალურია, საჯაროდ მხოლოდ ის არის ცნობილი რომ სერიალის მოქმედება საქართველოში ვითარდება და ქართული ჯგუფიდან ერთერთი მსახიობი ნიკა გორდეზიანია.


ჩვენმა გამოცემამ მსახიობთან დაკავშირება სცადა მაგრამ სამწუხაროდ ნიკამ ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. როგორც სატელეფონო საუბრისას განაცხადა ძალიან მასშტაბური საერთაშორისო პროექტია და მისთვის ძალიან სასიამოვნოა სხვა ქვეყნის ვარსკვლავებთან მუშაობა.


ფოტო ფილმი”დრამერი”-ს გადასაღები მოედნიდან:







კომენტარები:

ფართი შოპი