სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული

19 Jan 2020 03:25

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული.


როგორც HR.GOV.GE-ზე გაკეთებულ განცახდებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის თანამდებობრივი სარგო 5000 ლარი იქნება და მას შემდეგი მოვალეობები დაეკისრება:


- სამსახურის საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა;
- სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ფუნქცია-მოვალეობებისა და დავალებების გადანაწილება სამსახურის თანამშრომელთა შორის;
- თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
- სამსახურის კომპეტენციაში შემავალი კორესპონდენციის განხილვა, სათანადო რეაგირება, მომზადებული კორეპონდენციების კონტროლი;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მომზადებული მასალის შინაარსის განსაზღვრა;
- პრეზიდენტისათვის ქვეყანაში მიმდინარე და საერთაშორისო სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფა ყოველდღიურად;
- ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
- საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, კონტროლი;
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კოორდინაციისა და მედიასთან უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის უფროსისა და ზოგადად ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო აქტივობებისა და ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებებით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა, კონტროლი;
- პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფის და განახლების კონტროლი;
- ადმინისტრაციის დებულებით, ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.


კანდიატის მინიმალური განათლების ხარისხი უნდა იყოს მაგისტრი, ინგლისური ენის ცოდნის დონე C1, ხოლო სამუშაო გამოცდილება 5 წელი. რაც შეეხება დამატებით მომთხოვნებს, ისინი ასე გამოიყურება:


დამატებითი მოთხოვნები
- კომუნიკაციის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 5 წლანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე 2 წელი;
- სასურველია დამატებითი ენის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.


კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი. დღეის მდგომარეობით, ვაკანიის დაკავების სურვილი 28 კანდიდატმა უკვე გამოთქვა.



კომენტარები:

ფართი შოპი